კაშია საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება

კაშია საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება ეროვნული ნაკრების წევრი გურამ კაშია ესპანეთში იმყოფება და თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად საწვრთნელ შეკრებას გადის და როგორ კლუბის პრეს-სამსახური იუწყება, შესაძლოა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ ამ კლუბში გააგრძელოს.

"ლოკომოტივს" თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება".

"ლოკომოტივში გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი".

"ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს".

"პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის ლოკომოტივიც დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა". - გურამ კაშია.


aviabiletebi avia.ge
  • 8-02-2021, 13:52 116
კომენტარები

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა (ვიდეო)
მებრძოლი ქალი, რომელსაც "ჰალკს" ეძახიან სტიპტიზს ცეკვავს (ვიდეო)
"ის ჩვენი ლეგენდაა" , - როგორ მიულოცა "მილანმა" კალაძეს დაბადების დღე (ვიდეო)
ინტერვიუ ვილი სანიოლთან ეროვნული ნაკრების გეგმებზე
ძალიან ამაღელვებელი კადრები: აჩიკო ნიჟარაძემ აგვისტოს ომის გმირის შვილთან ერთად ჰიმნი შეასრულა
საგინაშვილი: "16 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი, ხან რემონტებზე ხან ტაქსის მძღოლად"