ენრიკო გოგოხიამ სომეხი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.
28 წლის ნახევარმცველი პოზნანის "ლეხში" ითამაშებს. მხარეებს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კვეკვესკირი პოზნანში ოთხშაბათს ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
პოზნანის "ლეხი" პოლონეთის 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-9 ადგილს იკავებს. ამ გუნდში ირიცხება ნიკა კაჭარავაც.

კომენტარები