ლაშა ტალახაძემ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა



ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიოს რეკორდია.

აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა.

ამის შემდეგ ფიცარნაგზე გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით - ლაშა ტალახაძემ 253 კგ-იანი შტანგა აღმართა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ ახალ რეკორდს შეუტია 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. აქამდე ეს რეკორდი თავად ლაშას ეკუთვნოდა - 484 კგ.

ასე და ამგვარად, მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა მოსკოვში საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ ააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ საქართველოს ოქროს მედალი ანტონ პლესნოიმ მოუტანა.


aviabiletebi avia.ge
  • 11-04-2021, 22:37 550
კომენტარები

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
ნიკა ბასილშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო (ვიდეო)
ლაშა ტალახაძის საოცრება, რა წონა ასწია ვარჯიშზე ჩვენმა ჩემპიონმა (ვიდეო)
მესიმ ემოცია ვერ დამალა, ლეოს რეაქცია "ბარსელონას" გამარჯვებაზე (ვიდეო)
სოციალური ქსელი კვლავ ფეხზეა - არველაძეების ცეკვა ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)
კვარაცხელიას ქართულად დასმულ შეკითხვას ფიგუმ გულწრფელი პასუხი გასცა
არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო – ნახეთ ვიდეო